"ჩემი საოცნებო ნადირობა ახდა" - ქალმა ჟირაფი მოკლა და შემდეგ სურათები გამოაქვეყნა

2017 წლის ივნისში, ამერიკელმა ტეს ტომპსონ ტელიმ დაწერა, რომ თავის "საოცნებო ნადირობაზე" მიდიოდა სამხრეთ აფრიკაში, სადაც მოგვიანებით ჟირაფი მოკლა და მასთან ერთად გადაღებული სურათები Facebook გვერდზე ატვირთა.

"ჩემი საოცნებო ნადირობა რეალობად იქცა. ნადირობისას შავი ჟირაფი შევნიშნე, რომელიც მოვინადირე, ვიცოდი რომ ის ერთადერთი იყო. ჟირაფი 18 წელზე მეტის იყო და 1 800 კილოგრამზე მეტს იწონიდა" - დაწერა ტელიმ.

ტომპსონ ტელის მიერ გამოქვეყნებული სურათების წაშლა ინტერნეტ მომხმარებლებმა მოითხოვეს. ამ ფაქტს გამოეხმაურნენ ცნობილი ადამიანები და ჟურნალისტები. მოგვიანებით, მათ ტელიმ უპასუხა, რომ მის მიერ მოკლული ჟირაფი სულაც არ არის იშვიათი სახეობა და გადაშენების პირას არ იმყოფება.

კომენტარები