დიდი ბრიტანეთი

ინგლისში, სოლსბერისთან ახლოს, ორი ადამიანი დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლა

theguardian

ინგლისში, უილტშირში, სოლსბერისთან ახლოს, ორი ადამიანი დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლა. ისინი უგონო მდგომარეობაში სოლსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქალის და მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე საჯარო დაწესებულება, მათ შორის ეკლესია და პარკი დახურა.

შეგახსენებთ, რომ მაისში, 2-თვეზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს.

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

150-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს სხვადასხვა ქვეყნიდან, რასაც რუსეთმა იმავე რაოდენობის დიპლომატების გაძევებით უპასუხა.

ჯერ-ჯერობით უილტშირში მომხდარი ინციდენტსა და სკრიპალების მოწამვლას შორის კავშირის არსებობა არ არის დადგენილი.

კომენტარები