Vetements

დემნა გვასალია: VETEMENTS-ის ბოლო კოლექცია საქართველოს მივუძღვენი

გუშინ, პარიზში, დემნა გვასალიას დაარსებული მოდის სახლის, VETEMENTS-ის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა.

ჩვენებაზე ნაჩვენები ტანსაცმელი ქართული წარწერებით ["საქართველო", "უფალო შეგვიწყალენ", "ტანსაცმელი"] იყო გაფორმებული. გვასალია ასევე გამოეხმაურა 12 მაისს კლუბებში ჩატარებილ სპეცოპარაციას და ერთ-ერთი მაისური წარწერით "We dance Together, We fight Together"-ით გააფორმა.

ქართველი დიზაინერმა ჟურნალ ვოგთან ისაუბრა. მისი თქმით ეს კოლექცია მან საქართველოს მიუძღვნა.

"მე თითქოს ჩემს ცხოვრებას ჩავაცვი. ეს კოლექცია საქართველოს მივუძღვენი, ქვეყანას, რომელშიც მე და ჩემი ძმა გურამი ერთად გავიზარდეთ 1990-იან წლებში და ომს, რომელიც ჩვენი იქ ცხოვრების დროს მოხდა. მე ვეცადე წარმომეჩინა გაბრაზება, შიში და ტკვილი ამ შოუზე. მე არ მინდოდა, რომ გამეხსენებინა ეს ყველაფერი. ასევე, არ მინდოდა რომ წავსულიყავი ძალიან შორს. ვიფიქრე, მოდი წავალ ამაზე. არასდროს მიგძვნია თავი ასე კრეატიულად ბედნიერად. ვიფიქრე, რომ საკმარისად უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს, ეს ყველაფერი გარეთ რომ გამოვიტანო" - თქვა დემნა გვასალიამ.

დემნა გვასალიამ და მისმა ძმამ, გურამ გვასალიამ VETEMENTS 2009 წელს, ციურიხში დაარსეს.

კომენტარები