ერთიანი ეროვნული გამოცდები

დღეიდან, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

facebook.com/www.naec.ge

საქართველოში დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. 08:00-ზე აბიტურიენტებმა რეგისტრაცია უკვე გაიარეს.

გამოცდები ერთდროულად 22 საგამოცდო ცენტრში ტარდება. საგამოცდო ცენტრები გახსნილია ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავში. 

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო, ქართული ენისა და ლიტერატურის და ზოგადი უნარების გამოცდების განრიგი შეიცვალა. ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება 4 და 5 ივლისს, დილით. აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე). ხოლო ის აბიტურიენტები, ვისაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 3 ივლისს, 14:00 საათზე უნდა ჩაებარებინათ, გამოცდაზე მივლენ 5 ივლისს, 08:00 საათზე.

5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით.  თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 08:00 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 08:00 საათზე ჩააბარებს (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე), ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14:00 საათზე, ის გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს 14:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე, გამოცდა 15:00 საათზე).

6 ივლისს გამოცდები უცვლელად ჩატარდება.
 

დანარჩენი დღეების განრიგი

9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
9 - ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
10 - ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
10 - ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
13 - ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა;
16 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;
17 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
19 - ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
20 - ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
23 - ივლისი (მეორე სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
24 - ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;
25 - ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
25 - ივლისი (პირველი სესია) - ქიმია;
26 - ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს მეთოთხმეტედ ტარდება. გამოცდები, რომლისთვისაც რეგისტრირებულია 39 000-მე აბიტურიენტი, 26 ივლისს დასრულდება. 

კომენტარები