დღეს პარიზში ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას Vetements-ის ახალი, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა.
დიზაინერის შთაგონების წყარო საქართველოს უახლესი ისტორია გახდა. Vetements-მა აპლიკაციაც შექმნა, რომელიც ტანსაცმელზე განთავსებული კოდების დასკანერების შემდეგ მომხმარებელს Wikipedia-ს შესაბამის გვერდზე გადაიყვანს, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აფხაზეთის ომის და ქართველთა გენოციდის ისტორიას.
"შოუსათვის 40-ზე მეტი მოდელი საქართველოდან ჩამოვიყვანეთ. მე ისინი გამოვიყენე ხმად იმ ქართველი ახალგაზრდებისათვის, რომელთაც ხმა არ აქვთ და რომლებსაც პოლიტიკური რეჟიმი ჩაგრავს, რადგან მათ არ შეუძლიათ დემონსტრაციების გამართვა და იმის თქმა, რასაც ფიქრობენ - საქართველოში რეალური თავისუფლება არ არის. მე გამოვიარე ეს და მივხვდი, რომ ჩემთვის ეს იყო ძალიან მტკივნეული დრო და ეს უნდა გამომეხატა." თქვა დემნა გვასალიამ.