შსს

შსს: რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ ქართველ მესაზღვრეებს ხვალ გადმოგვცემენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გეგმიური დავალების შესასრულებლად საქართველო - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გასული მესაზღვრეები რუსმა სამხედროებმა დააკავეს. შსს-ს ინფორმაციითვე, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეები ხვალ 29 ივნისს უნდა გადმოსცენ.

"მიმდინარე წლის 27 ივნისს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად გავიდა საქართველო - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად. გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა უნდა განხორციელდეს ა.წ. 29 ივნისს. მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ ქართული მხარე განახორციელებს ინციდენტის დეტალურ გამოკვლევას და ყველა შესაბამის პროცედურას."- წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები