ესპანეთი

ტორა: სანჩესთან შეხვედრაზე კატალონიაში ხელახალი რეფერენდუმის საკითხს დავაყენებ

ჟოაკიმ ტორა
El Pais

კატალონიის პრეზიდენტმა, ჟოაკიმ ტორამ ვაშინგტონში ვიზიტისას ჟურნალისტებს უთხრა, რომ პირველი საკითხი, რასაც ესპანეთის ახლადდანიშნულ პრემიერმინისტრთან, პერდო სანჩესთან შეხვედრაზე დააყენებს კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეგიონში ხელახალი რეფერენდუმის დანიშვნა იქნება.

ჟოაკიმ ტორა და პედრო სანჩესი ერთმანეთს 9 ივლისს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ჟოაკიმ ტორა კატალონიის პრეზიდენტის პოსტზე რეგიონის ყოფილმა პრეზიდენტმა კარლეს პუჩდემონმა წარადგინა ხოლო კატალონიის პარლამენტმა 14 მაისს დაამტკიცა.

პედრო სანჩესმა ესპანეთის პრემიერმინისტრის პოსტზე მარიანო რახოი პირველ ივნისს ჩაანაცვლა.

თანამდებობის დაკავების შემდეგ მან თქვა, რომ რახოის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტს მიჰყვება, და ამასთანავე პირობა დადო, რომ კატალონიასთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუმცა ასევე თქვა, რომ რეგიონში დამოუკიდებლობის რეფერენდუმს არ ჩაატარებს. სანჩესის აზრით ეს რეგიონს კიდევ უფრო დაყოფს.

"არსებობს ბლოკი - რომელსაც არ აქვს უმრავლესობა - და ისინი მხარს უჭერენ დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებს. ჩემი აზრით კატალონიის საზოგადოების უმეტესობას სურს მათ გამორჩეულ რეგიონსა და დანარჩენ ქვეყანას შორის ურთიერთობის არსებობა." თქვა სანჩესმა.

 

კომენტარები