მართვის მოწმობა

მართვის მოწმობის მსურველი პრაქტიკულ გამოცდას ორ ეტაპად ჩააბარებს - მოედანზე და ქალაქში

მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას საქართველოს 10 ქალაქში შეძლებენ: რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი. ახალი სტანდარტით გამოცდის ჩაბარება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.

პროექტის საწყის ეტაპზე გამონაკლისი იქნება ზუგდიდისა და ფოთის მომსახურების ცენტრები, ქალაქებში მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტების გამო. ფოთსა და ზუგდიდში, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება მხოლოდ სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

"უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შენარჩუნების მიზნით, მართვის უფლების მოპოვების მსურველი მოქალაქე, თეორიული გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპს დახურულ მოედანზე ჩააბარებს და პოტენციური მძღოლი მხოლოდ ამის შემდეგ გადავა ქალაქის რეალურ პირობებში ჩაბარების ეტაპზე" - აცხადებს შსს.

კომენტარები