აფეთქება სირიაში

სირიაში სამი სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს

BBC

27 ივნისს სირიის სამხრეთით სამი სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს. 

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის წევრების ინფორმაციით, საავადმყოფოები მას შემდეგ დაიბომბა, რაც იორდანიის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამბოხებულებს შეუტიეს.

როგორც ცნობილია, საჰაერო იერიში სამედიცინო დაწესებულებებზე ღამით მოხდა. ბოლო კვირას რეგიონში შექმნილი ვითარების გამო 50 000-მდე ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა. 

მუსაიფირას სამედიცინო დაწესებულებაის დაბომბვაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები მონაწილეობდნენ, რაც საავადმყოფოს დაზიანებისა და დახურვის მიზეზი გახდა. მოგვიანებით, მიმდებარე ტერიტორიაზე რუსულმა საჰაერო თავდასხმებმა ჯიზას საავადმყოფოც დააზიანა.

ეს რეგიონი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მშვიდობიანი იყო აშშ-ის და იორდანიის ჩარევის შედეგად. თუმცა, აპრილში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ ასადის ძალებმა შეტევა განაახლეს.

კომენტარები