28 ივნისს, დუშეთის და ყაზბეგის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

Creative commons

ხვალ, 28 ივნისს, დუშეთის და ყაზბეგის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ენერგო პრო ჯორჯიას ცნობით, მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

კერძოდ, 11:20-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 54 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში -  გომეწარი და მაღაროსკარი.

13:30-დან 14:30 საათამდე კი, ელექტრომომარაგება შეუწყდება 716 აბონენტს ყაზბეგის რაიონის სოფლებში - სნო, არშა, სტეფანწმინდა.

“სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები