უკრაინა

იულია ტიმოშენკო 2019 წელს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

Unian

უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსებულ ვიდეოში განაცხადა, რომ 2019 წელს უკრაინაში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.

მაისში "დემოკრატიული ინიციატივის" და "რაზუმკოვის ცენტრის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში ტიმოშენკო ლიდერობდა და პირველ ადგილს 13%-ით იკავებდა. მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ამ გამოკითხვებში მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა.

თუმცა, შესაძლოა, ტიმოშენკოს არჩევნებში მონაწილეობაში ხელი მიმდინარე გამოძიებამ შეუშალოს. მიმდინარე წლის აპრილში უკრაინაში გამოძიება 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იულია ტიმოშენკოს წინასაარჩევნო კამპანიის ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის მიერ დაფინანსების საკითხზე დაიწყო.

ტიმოშენკო კადაფის მხრიდან დაფინანსების მიღებას უარყოფს.

კომენტარები