ოზურგეთის საკრებულო

ოზურგეთის საკრებულოს შენობაში ენმ-ის წევრები შიმშილობას აგრძელებენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შიმშილობის აქცია გრძელდება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მოთხოვნები უცვლელია. ისინი მოითხოვენ ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტში მონაწილე ყველა პირის დასჯას და საქმის ობიექტურ გამოძიებას. 

„მესამე დღეა ვშიმშილობთ. არავინ გვეხმაურება. აქციას საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან, ფოიეში ვატარებთ და თავად არც კი გვინახავს. ვიცით, რომ გადიან კონსულტაციებს. არავის ეგონოს, რომ შევწყვეტთ აქციას. ვიდრე არ დაისჯება ქათამაძის ცემის ფაქტში მონაწილე ყველა პირი, პროტესტი გაგრძელდება.” - აცხადებს ენმ-ს ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მორიგი საპროტესტო აქცია პარასკევს იგეგმება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები