ოზურგეთის საკრებულო

ენმ-ის ოზურგეთის საკრებულოს წევრებმა შიმშილი დაიწყეს

დღეს დილით ოზურგეთის საკრებულოსთან აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები საკრებულოს დეპუტატის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტს აპროტესტებდნენ და ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვდნენ.

საკრებულოს წევრებმა ნაციონალური მოძრაობიდან შენობაში შესვლა სცადეს. მათ შესვლის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია დასრულდა, თუმცა შიმშილობის აქცია გრძელდება.

"შიმშილობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პოლიტიკურ თანამდებობებს არ დატოვებენ ის პირები, რომლებმაც ჩემზე განხორციელებულ თავდასხმაში მიიღეს მონაწილეობა. მოვუწოდებთ შსს-ს, მოხდეს საქმის გადაკვალიფიცირება და დაისაჯოს ყველა დამნაშავე“, – განაცხადა ბესიკ ქათამაძემ.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მორიგი საპროტესტო აქცია ოზურგეთში პარასკევს, 12:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები