სირია

სირიული მედია: ასადის ძალების პოზიციებზე აშშ-ის თავდასხმას 40 მებრძოლი ემსხვერპლა

Reuters

სირიის სახელმწიფო მედიის მიხედვით ორშაბათს აშშ-ის კოალიციამ აღმოსავლეთ სირიაში ბაშარ ალ-ასადის არმიის პოზიციებებზე საჰარო თავდასხმა განახორციელა. ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილების და 40-მდე დაღუპულის შესახებაც, თუმცა აშშ-ის სამხედრო ძალების წარმომადგენლები ამ ტერიტორიის დაბომბვას უარყოფენ. კომენტარს არ აკეთებს ისრაელი.

ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერმა გენერალმა Reuters-ს განუცხადა, რომ თავდასხმა დრონებმა განახორციელეს, რომლებიც "სავარაუდოდ ამერიკას ეკუთვნოდა." მისი თქმით სამიზნეს ასადის ძალებში შემავალი ერაყის დანაყოფი და ჰეზბოლას მებრძოლები წარმოადგენდნენ.

კომენტარები