მამუკა ბახტაძე

ნამჩავაძე: თუ ბიუჯეტის ხარჯვა არ შემცირდა, მაშინ არ გვექნება მცირე მთავრობა

მთავრობის ზომის შემცირების იდეა არის სწორი და აუცილებელიც.

მთავრობის ზომის შემცირება გულისხმობს მხოლოდ ერთ რამეს - სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას. თუ სხვა რამეში გამოიხატება შემცირება, მაშინ არ გვექნება უფრო მცირე მთავრობა.

ხარჯები არ არის მხოლოდ ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები, ე.წ. არაფინანსური (კაპიტალური ხარჯი) და ფინანსური აქტივების (მაგ, სესხების გაცემა) ზრდაც ხარჯებია. მთავრობის ზომა შემცირდება, თუ ასეთი გაგებით ხარჯები შემცირდება.

მთავრობის ზომის შესამცირებლად, სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი ხარჯების ნომინალში შემცირება, მთავარია მშპ-თან მიმართებით პროცენტულად შემცირდეს.

ახალ საპენსიო სისტემას დიდი ალბათობით მიიღებენ და რაც ეხლაც შეიძლება გაკეთდეს და ჯდება მცირე მთავრობის კონცეფციაში, არის საპენსიო შენატანის (იგივე საპენსიო გადასახადის) დაწესების პარალელურად საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის დაწევა (მომავალში ამის კანონით გარანტირება). ჯამში ტვირთი უნდა დარჩეს მაქსიმუმ 20%. ეს მნიშვნელოვანწილად გარდაუვალსაც გახდის მთავრობის ზომის შემდგომ შემცირებას და ამასთან, არ გვექნება ფარული საგადასახადო ტვირთი, რაც ირიბად ისევ მთავრობის ზომის ზრდას ნიშნავს.

თუ ყევლაფერ ამას გაითვალისწინებენ, ეს მიდგომა ცალსახად დააჩქარებს საქართველოს ეკონომიკის ზრდას.

საკუთარ facebook-ზე წერს ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე. პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე გეგმავს წარადგინოს პროექტი, რომლითაც რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება.

კომენტარები