თემურ აბაზოვი

გოცირიძე მარნეულზე: შეიძლება თემურ აბაზოვს მოუწყვეს შიდა დაჯგუფებებმა პროვოკაცია

იმდენად ცნობილი აქტივისტია [ელჩინ ალახვერდიევი] რომ ხმის დათვლისას ელექტრიკი ყოფილა, ღამით ჭრიდა დენის ბოძებს და აქრობდა შუქს. და ეს ადამიანი მოდის და აგინებს ნაციონალური მოძრაობის სახელით, რომლის წევრიც არ არის, აგინებს ქართული ოცნების გამგეობის წევრს. აქ არის შიდა პოლიტიკური ბრძოლა, შეიძლება ამათ მოუწყვეს ამ გამგეობის თავმჯდომარეს [თემურ აბაზოვს] რაღაც პროვოკაცია შიდა დაჯგუფებებმა. ოცნების მიერ დადგმულ ამ ხაფანგში, ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობის სახელით გაკეთებულ განცხადებაში გააბეს ჩვენი ადგილობრივი ორგანიზაცია.

მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე. შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერ თემურ აბაზოვს 5-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა თემურ აბაზოვს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჯგუფურად დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. პროკურატურის ინფორმაციითვე, ინციდენტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნებიდან რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

კომენტარები