გირჩი

ჯაფარიძე: მურუსიძემ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, ჯარიმას არ გადავიხდი

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის სარჩელი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ჯაფარიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. საქმეს მოსამართლე ლევან მურუსიძე განიხილავდა. 

ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ის საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. 

"მურუსიძემ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება მხოლოდ პოლიციელების ცრუ ჩვენებებს, თითქოს მე ვაგინე და ვეჭიდავე პოლიციელებს - და დამაკისრა 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა. შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი. პროკურატურაში შეტანილი მაქვს საჩივარი იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებმაც მისცეს ცრუ ჩვენებები. ჯერჯერობით დუმილია. არ გადავიხდი,"- ამბობს ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სასამართლომ ადმინისტრაციული წესით, 2000 ლარით 3 მაისს დააჯარიმა. პარტიის კიდევ ორ წევრს, იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილს კი 10-10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით დააკავეს. 

საქმის დეტალები წაიკითხეთ აქ.

კომენტარები