საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა.
კვირიკაშვილი განცხადებას ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში ამ წუთებში აკეთებს.
კვირიკაშვილი პრემიერმინისტრის პოსტს 2015 წლის დეკემბრიდან იკავებდა.
2015 წლის სექტემბრიდან - 2015 წლის დეკემბრამდე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის ივლისიდან - 2015 წლის დეკემბრამდე - ვიცეპრემიერი; 2012 წლის ოქტომბრიდან - 2015 წლის სექტემბრამდე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.