მირზა სუბელიანი

მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

News.ge

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. სუბელიანი შსს-ში დაკითხვაზე უკვე მესამედ არის. 

სუბელიანს მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს და მის დაკავებას ითხოვს. 

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე, მათ შორის დავით სარალიძე.

კომენტარები