ხორავას ქუჩის საქმე

51-ე სკოლის დირექტორი: ბულინგი არ ყოფილა, ეს იყო ერთჯერადი შემთხვევა

ბულინგი არ ყოფილა, ეს იყო შელაპარაკება, რომელიც სამწუხაროდ დასრულდა ასე ცუდად. მე ვფიქრობ, ამას არავინ ელოდებოდა. სამწუხაროდ, გამოძიების დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, რადგან მეც ისევე, როგორც ბევრ ადამიანს, გაუთქმლობის პირობა მაქვს დადებული. იმ დღეს სკოლაში არ ვიყავი, შვებულებაში ვიყავი ის ერთი დღე. ყველაფერი რაც ვიცი მონაყოლით ვიცი. შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ დათოს ან მისი მეგობრების მხრიდან ბულინგი არ ყოფილა. ეს იყო ერთჯერადი შემთხვევა, რომელიც ასეთი სამწუხარო შემთხვევით დასრულდა

განაცხადა 51-ე სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები