ავტოპარკი

ვაკეში ოჯახების 13%-ს ერთზე მეტი ავტომობილი ჰყავს, ისანში კი მხოლოდ 5%-ს

ჭავჭავაძის გამზირი
ფოტო: ტაბულა

თბილისის მერიამ აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ფრანგული კომპანია SYSTRA-ს დახმარებით მოამზადა კვლევა, რომელიც დედაქალაქში კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ათვისების მაჩვენებლებს ეხება.

კვლევის მიხედვით, შინამეურნეობების (ოჯახების) მიხედვით, ყველაზე მეტი ავტომობილი ვაკე-საბურთალოზე მოდის. ვაკეში ოჯახების 70%-ს ჰყავს საკუთარი ავტომობილი. საბურთალოზე კი ეს მაჩვენებელი 72%-ია. ამავდროულად, ვაკეში ყველაზე მაღალია იმ ოჯახების რაოდენობა, ვისაც ერთზე მეტი ავტომობილი ჰყავს და ის 13%-ს შეადგენს. შედარებისთვის, ისანში ოჯახების მხოლოდ 5%-ზე მეტს ჰყავს ერთზე მეტი ავტომობილი.

უბნების მიხედვით, ავტომობილის მქონე შინამეურნეობების (ოჯახების) განაწილება ასეთია:

  • საბურთალო 72%
  • ვაკე 70%
  • ჩუღურეთი 60%
  • მთაწმინდა 56%
  • გლდანი - 49%
  • დიდუბე 45%
  • სამგორი 43%
  • ისანი 42%
  • ნაძალადევი 38%

თბილისის საშუალო - 51%.

თბილისში დაახლოებით 357,000 პირს აქვს მართვის მოწმობა, რაც დედაქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 32% წარმოადგენს. ეს მაჩვენებელი 2011 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია. 25% მაშინდელი შეფასებით. თბილისში კაცების დაახლოებით 250, 000 აქვს მართვის მოწმობა. მათგად 62% 20-დან 50 წლამდე ასაკობრივ ჭრილში არიან.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება სიხშირე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ოჯახში არსებული ავტომანქანების რაოდენობაზე: რაც უფრო მეტი ავტომანქანაა შინამეურნეობაში მით უფრო ნაკლებია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება.

კომენტარები