აშშ-ჩრდილოეთ კორეა

დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სინგაპურის კუნძულ სენტოსაზე გაიმართება

სასტუმრო "კაპელა" კუნძულ სენტოსაზე
Reuters

თეთრი სახლი ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა სინგაპურის კუნძულ სენტოსაზე, სასტუმრო "კაპელაში" შედგება.

ისტორიული სამიტი 12 ივნისს გაიმართება და საუბარი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის განიარაღებას შეეხება, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

გავრცელებული ცნობით, ლიდერები სასტუმრო "კაპელაში" არ დარჩებიან. სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი სასტუმრო "შანგრილაში" დარჩება, ხოლო კიმ ჩენ ინი "სენტ რეჯისში".

ვრცელდება ცნობები იმის შესახებაც, რომ კიმ ჩენ ინის სასტუმროში დარჩენის საფასურს აშშ ან სინგაპური აანაზღაურებს.

კომენტარები