კობახიძე: კონკრეტული პარტიები ამ საქმეს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ

მე ვფიქრობ, პრემიერმა მიიღო აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება ამასთან [სარალიძესთან და ოპოზიციასთან შეხვედრა] დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს მიზანი და ეს მიზანი არის ის, რომ ამ მძიმე დანაშაულს საბოლოოდ მოეფინოს ნათელი, ყველა დეტალს, რომელიც დაკავშირებულია ამ საქმესთან. ძალიან ცუდია, როდესაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ კონკრეტული პარტიები ამ საქმეს. ამ შემთხვევაშიც, ის ადამიანები, რომლებსაც სურდათ პრემიერმინისტრთან შეხვედრა ბავშვის მამასთან ერთად, არიან ზუსტად ის პოლიტიკოსები, რომლებიც იყენებენ ამ საქმეს საკუთარი პოლიტიკური, სუბიექტური მიზნებისთვის, რაც არის ამორალური საქციელი

ირაკლი კობახიძე პრემიერის ზაზა სარალიძესთან და ოპოზიციის წევრებთან შეხვედრასთან დაკავშირებით

კომენტარები