კრიმინალი

ჰაერში გასროლილი ტყვიით ქალი დაიჭრა

flickr

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 70 წლამდე მამაკაცმა იარაღიდან ჰაერში გაისროლა. ტყვია ფილაქანს მოხვდა, აისხლიტა, რის შედეგადაც ქალი დაიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (236-ე და 239-ე) დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ხულიგნობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

კომენტარები