ქალთა მიმართ ძალადობა

შსს: დაკავებულია პირი, ვინც ბათუმში, ლიფტში ახალგაზრდა ქალის მკვლელობა სცადა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნილია.

უწყებაში აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 27 მაისს, ბათუმში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, 1985 წელს დაბადებულ ი.ა.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს. სამართალდამცველებმა გ.ჩ. ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები