დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციაში

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

www.facebook.com/david.kevkhishvili

 

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა.

ამის შესახებ განცხადება მან ფეისბუქზე გაავრცელა.

ქევხიშვილი აცხადებს, რომ გადადგომა აქამდეც შეეძლო, თუმცა ეს არ გააკეთა, რადგან ამას "პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები" ითხოვდნენ.

"ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. რათქმაუნდა აქამდეც შემოძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს იტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, დაცვა სიმართლის და შესაბამისად სამართლებრივი ინსტიტუტების დღეს როგორც არასდროს, არამხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის", - წერს ქევხიშვილი.

ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის, ასევე ყოფილი ძიუდოისტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ. ქართველმა ძიუდოისტებმა რამდენიმე თვის წინ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერც ერთი მედალი მოიპოვეს - 7-ვე მონაწილე სპორტსმენი დამარცხდა. ისინი ამაში ბრალს ფედერაციის პრეზიდენტს სდებენ და მის გადადგომას სწორედ ამიტომ ითხოვდნენ. 

კომენტარები