ნუ მომკლავ

გიორგი მარგველაშვილის მიმართვა ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ [VIDEO]

გიორგი მარგველაშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა. ის ზაზა სარალიძეს პარლამენტის წინ გაშლილ კარავში შეხვდა, მათი საუბარი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.

"პირველ რიგში მინდა გაზიარება იმ ტკივილის, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული და რომელი ტკივილიც ბევრ ადამიანს შეეხო. 

მეორე: ჩემი მიზანი არის ვეურთიერთო როგორც ზაზა სარალიძეს, ასევე სხვა ადამიანებს ვისაც აქვთ ეს გულისტკივილი, იმისთვის რომ წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი. ქვეყანა იყოს სიმშვიდეში. ამისთვის ვურთიერთობ ბუნებრივია ხელსიუფლებასაც, არ დავიღლები იმ სასმახურში, რომ საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც ადამიანები პოულობენ როგორც სამართლიანობას ასევე სტაბილურობას,"- ამბობს მარგველაშვილი.

ზაზა სარალიძე აქციაზე მარგველაშვილის მისვლას გუშინ ითხოვდდა, თუმცა პრეზიდენტი გუშინ აქციაზე არ მისულა.

კომენტარები