ხორავას ქუჩის საქმე

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულების მიმართ სასჯელი დღეს გახდება ცნობილი

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ სასჯელის დანიშვნის სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10:30-ზე გაიმართება. 

გუშინდელ სხდომაზე, მოსამართლემ ერთი ბრალდებული (გ.ბ.) დამნაშავედ ცნო მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობაში გაამართლა. მეორე ბრალდებული (გ.ჯ.) კი, გაამართლა დადუნაშვილის მკვლელობაში და დამნაშავედ ცნო სარალიძის არა მკვლელობაში, არამედ მკვლელობის მცდელობაში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებს შორის დავით სარალიძის მკვლელი არ არის და ის ამ დრომდე თავისუფალია.

კომენტარები