აქცია პარლამენტთან ინაცვლებს, სარალიძე შოთაძის და სხვების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

აქცია „ნუ მომკლავ“ მთავარი პროკურატურიდან პარლამენტის შენობასთან ინაცვლებს. ზაზა სარალიძე და აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ ფეხით მიდიან.

ზაზა სარალიძის თქმით, მთავარი მოთხოვნაა, „დაუყოვნებლივ დააკავონ და პასუხისგებაში მისცენ ყველა ის პირი, ვინც დანაშაული ჩაიდინა. შოთაძის ჩათვლით, ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში მთავარი მტკიცებულებების გაყალბებისთვის“.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

საქათველოს მთავარ პროკურატურასთან აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქალაქო სასამართლომ არც ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ არ ცნო.

ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე, მათ შორის დავით სარალიძე.

კომენტარები