პროკურატურასთან აქცია "ნუ მომკლავ" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩის საქმის დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.














