მინდა შევეხო რამდენიმე დღის წინ ერთერთ ტელეკომპანიაში გასულ სიუჟეტს, კონკრეტულად რუსთავი ორი მაქვს მხედველობაში. სიუჟეტი ეხებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს ტარიფების გაძვირებას, რაც არს სრული სიცრუე. მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ არ დაუჯეროს ამ ტელეკომპანიას, რომელიც ძირითადად სიცრუეზე დაფუძნებულ ინფორმაციას ავრცელებს. გასაგებია, რომ ეს არხი არის პარტიული ტელევიზია, მათი ლიდერების ტრიბუნა, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი, მაგრამ რას გეგმავს თბილისის მერია, რა რეფორმა და სიახლე იქნება, რა იქნება კარგი, ამას მოახლეობას მიაწვდის მერიის სამსახურები, დედაქალაქის მთავრობა, პრესსამსახური და დედაქალაქის მერი. მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტის მგზავრობისას ბილეთის საფასურის არანაირი ზრდა არ იგეგმება, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია
tbl.ge/2y7k
დაკოპირდა

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- 16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
- საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ მეტრო და ავტობუსები გვიანობამდე იმუშავებს
- მერია: უკრაინა-საქართველოს მატჩის შემდეგ მეტრო და ავტობუსები გვიანობამდე იმუშავებს
- ალბანეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ მეტრო და ავტობუსები 02:00 საათამდე იმოძრავებს
- კალაძე: 18-მეტრიან ავტობუსებს დეკემბერში შემოვიყვანთ, განტვირთვის საშუალებას მოგვცემს




