II მსოფლიო ომი

II მსოფლიო ომის ვეტერანები დამატებით ყოველთვიურად 180 ლარს მიიღებენ

Epn.ge

საქართველოს მთავრობამ "მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დამატებითი სოციალური გარანტიების შესახებ“ დადგენილება გამოსცა.

2018 წლის პირველი ივნისიდან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ყოველთვიურად სოციალური დახმარების სახით 180 ლარს მიიღებენ. 

აღნიშნული დახმარება ავტომატურად, მოქალაქის განცხადების გარეშე გაიცემა.

საქართველოს მთავრობის დადგენილება დღეს, 30 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

პრემიერმა 9 მაისს განაცხადა, რომ ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებოდათ.

"მინდა, გამოვაცხადო ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის მადლიერებას გამოხატავს ამ ადამიანების მიმართ. მინდა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გავუორმაგოთ პენსია." - თქვა კვირიკაშვილმა.

კომენტარები