ოკუპირებული ტერიტორიები

უმრავლესობა სირიაზე: ოკუპირებული რეგიონების აღიარება რუსული მანიპულაციის შედეგია

გარემოს დაცვის სამინისტრო

"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგია" - საპარლამენტო უმრავლესობა სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადებას ავრცელებს. საპარლამენტო უმრავლესობა მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის საკითხი განიხილოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, თანამშრომლობის ყველა შესაძლო მექანიზმის გამოყენებით.

"2018 წლის 29 მაისს, სირიის რეჟიმმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა დაცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგია, რითაც ასადის რეჟიმმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგგანხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას; უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები. აღნიშნულის გათვალისწინებით, გამართლებულად მიგვაჩნია პროცედურების დაწყება სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით. მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, განიხილოს აღნიშნული საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობასთან, თანამშრომლობის ყველა შესაძლო მექანიზმის გამოყენებით. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ." - წერია განცხადებაში.

სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარა და მათთან დიპლომატიურ ურთიერთობებს იწყებს.

განცხადების მიხედვით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ასადის რეჟიმის თქმით, ტერორისტული თავდასხმების დროს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები სირიას მხარდაჭრას უცხადებდნენ.

კომენტარები