არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა

რუსეთიდან წასული ჟურნალისტი, არკადი ბაბჩენკო კიევში მოკლეს

რამდენიმე საათის წინ, რუსეთიდან 2017 წელს წასული ჟურნალისტი, არკადი ბაბჩენკო კიევში მოკლეს.

ბაბჩენკოს საკუთარ სახლში საღამოს ესროლეს, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

არკადი ბაბჩენკო რუსეთში რამდენიმე გამოცემაში მუშაობდა. იგი ხშირად აკრიტიკებდა ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას უკრაინასა და საქართველოში. ხშირი კრიტიკის გამო ის მუქარის წერილებს იღებდა, რის შედეგადაც, 2017 წელს მან რუსეთი დატოვა და კიევში გადავიდა საცხოვრებლად. 

კომენტარები