გირჩი

ჯაფარიძე: გვაქვს მოლოდინი, რომ მარიხუანას მოხმარებაზე 500-ლარიანი სასჯელი გაუქმდება

გირჩი

ხვალ, 30 მაისს, 11:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივ სარჩელს, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებას ეხება. 

"მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო მიყვება იმავე ლოგიკას, რა ლოგიკაც გამოიყენა საქმე #732-თან მიმართებაში და გამოიტანს შესაბამის დადგენილებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მარიხუანას მოხმარებაზე 500-ლარიანი ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდება. სხვა რა ლოგიკა შეიძლება, განავითაროს სასამართლომ, ჩემთვის წარმოუდგენელია. ამიტომ, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს" - ამბობს ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა. მოსარჩელე გივი შანიძე, რომელსაც სამართლებრივ დახმარებას "გირჩი" უწევდა, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების "ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება" იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისგებლობას მარიხუანას მოხმარებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლომ შანიძის სარჩელი დააკმაყოფილა.

კომენტარები