საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს კათოლიკე ეკლესია: გისურვებთ თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

საქართველოს კათოლიკე ეკლესია დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს კათოლიკე ეკლესია გილოცავთ დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს!

მოხარულნი ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად ვიზეიმოთ უმთავრესი ეროვნული დღესასწაული. მრავალი მამულიშვილი, ქალი და მამაკაცი შეეწირა დამოუკიდებლობის მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის ბრძოლას და ეს ბრძოლა ჯერაც არ დასრულებულა.

პატივს მივაგებთ რა ჩვენი წინაპრების ნათელ ხსოვნასა და თავგანწირვას, თითოეულ თანამოქალაქეს გისურვებთ თავისუფალ და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები