26 მაისისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე პრეზიდენტმა, სიცხის გამო, ჯარი თავისუფლების მოედნიდან გაიყვანა.
"იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მზე გვაჭერს, მინდა, რომ ჯარი მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას" - თქვა გიორგი მარგველაშვილმა ტრიბუნიდან და ჯარმა მოედანი დატოვა. ჯარისკაცები დამსწრეებმა ტაშით გააცილეს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და სიტყვით გამოსვლები გაგრძელდა.