დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს მეგობრებს და მადლობას ვუხდი მათ იმისთვის, რომ ისინი ჩვენთან ერთად დგანან, იმისთვის, რომ ამ რთულ ვითარებაში ამტკიცებენ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის. ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციები, რაც დღეს საქართველოშია, აქამდე არ ყოფილა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს იმ გამარჯვებების საწინდარია, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ მიზნამდე, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანს. დღევანდელ დღეს ვულოცავ პრემიერს, მთავრობას და მმართველ პარტიას, დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველა ოპოზიციურ პარტიას და საზოგადოებრივ გაერთიანებას, იმიტომ, რომ ჩვენს დემოკრატიას სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის. ჩვენ ამ სიძლიერით ვაძლიერებთ დემოკრატიულ საქართველოს. მინდა მასმედიას მივულოცო დღევანდელი დღე,რადგან დემოკრატია თქვენი თავისუფლების გარეშე ვერ შედგებოდა. საქართველოს ყველა მოქალაქეს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს. დღეიდან ჩვენ გადავაბიჯებთ ჩვენი რესპუბლიკის ახალ ასწლეულში და მომავალ 100 წელს გავივლით ისევე, იმ პრინციპებით და ღირებულებებით, რაც ჩვენს წინაპრებს გაუვლიათ. აქ მიზანი ნათელია - ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფალი ქვეყანა, რომელშიც თავისუფალი მოქალაქეები, მათი მრავალხმრივი ნიჭის განვითარება გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ისევე მისცემს მომავალ თაობებს მიღწევებს, როგორც ეს ჩვენს წინაპრებს მიუციათ მთელი კაცობრიობისთვის. დღევანდელი მდგრადობა და ერთობა ჩვენი ერის ნათლად მაჩვენებს, რომ საქართველო გამარჯვების გზაზე დგას და ჩვენს მეგობრებთან ერთად ამიერიდან მხოლოდ გამარჯვების გზით ივლის. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ღმერთი ფარავდეს საქართველოს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
პრეზიდენტი: უნდა შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, უნდა შევქმნათ თავისუფალი ქვეყანა
tbl.ge/2xxt
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- არახამია: დასანანია – ევროპული არჩევანის სიმბოლური გამოხატულება არ ბრწყინავს საზეიმო დღეს
- კრამონი: EU გააგრძელებს ქართველების გვერდით დგომას დამოუკიდებლობის სრულ მიღწევამდე
- ღარიბაშვილი: განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჩვენი წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე
- ღარიბაშვილი: ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები იმსახურებს ობიექტური შემფასებლების აღიარებას
- ბოკერია: 1918 წელს საბჭოთა რუსეთმა ჩვენი არჩევანი სისხლში ჩაახშო – დღესაც იგივე საფრთხეა