ენგურჰესი ავარიულად გაითიშა - თბილისისა და რეგიონების ნაწილს დენი არ მიეწოდებოდა

newcastle.gov.za

ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის ავარიულად გამორთვის გამო თბილისის ნაწილსა და რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თბილისში ელექტრომომარაგება უკვე აღდგა, რეგიონებში კი ამაღამ ეტაპობრივად აღდგება.

"დღეს, 20:11 საათზე, ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის ქ. თბილისის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია. რეგიონების ჩართვა ხორციელდება ეტაპობრივად, სისტემაში არსებული რეზერვის და იმპორტის ხარჯზე." - წერია განცხადებაში.

კომენტარები