ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი სამიტი გააუქმა. ტრამპის განცხადებით, ამ ეტაპზე არახელსაყრელი გარემოა სამიტის გასამართად.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს 12 ივნისს დაგეგმილი სამიტის გაუქმებით დაემუქრა, თუ აშშ დაჟინებით მოითხოვდა, რომ ქვეყანას სრულად დაეთმო ბირთვული იარაღი.
კიმ ჩენ ინის განცხადება ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო, KCNA-მ გაავრცელა და მასში ნათქვამია, რომ თუ აშშ ჩრდილოეთ კორეას კუთხეში მიიმწყვდევს და ცალმხრივ მოთხოვნებს წაუყენებს ბირთვული იარაღის დათმობის შესახებ, ჩრდილოეთ კორეა მოლაპარაკებებისადმი ინტერესს დაკარგავს და 12 ივნისს დაგეგმილ შეხვედრას ჩაშლის.