შოუ-ბიზნესი

ანჯელინა ჯოლის შვილების ქვეყნიდან გაყვანის უფლებას არ აძლევენ

მედიასივრცე ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის განქორწინების ერთ-ერთ საკითხზე აქტიურად ალაპარაკდა. ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლი ძალიან განრისხებულია, რადგანაც ამერიკის საზღვრებს გარეთ შვილების გაყვანის უფლებას არ აძლევენ.

42 წლის მსახიობი ლონდონში ფილმი "მალეფიცენტას" მეორე ნაწილის გადასაღებად მიემგზავრება, სადაც მას თავისი 6 შვილის წაყვანაც უნდოდა. იმის გამო, რომ ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის განქორწინების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ჯოლის ბავშვების წაყვანის უფლება არ მისცეს.

პროცესებთან დაახლოებულმა პირმა New York Post-ს გაუმხილა: “ისინი ცდილობენ მოაგვარონ წამოჭრილი პრობლემები, მაგრამ ანჯელინა ნამდვილად არაა გახარებული. მას შვილების წაყვანა უნდა ლონდონში, რის გამოც ძალიან განრისხებულია.”

2016 წლიდან მოყოლებული, ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი განქორწინების საკითხებზე მუშაობენ. ერთ-ერთი საკითხი ბავშვების აღზრდაზე უფლების მოპოვებაც იყო. მიუხედავად კონკრეტული აქტუალური თემისა, სავარაუდოდ, განქორწინების პროცესის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.

“განქორწინების საკითხები, რომლებიც ორივეს დაცვის მხარემ შეიმუშავა, შეთანხმებულია. ოფიციალურ დოკუმენტებს ხელს რამდენიმე კვირაში მოაწერენ. თავიდან ისინი ძალიან დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. ანჯელინა ბრედს ბევრ რამეს ედავებოდა, მაგრამ, ახლა, სიტუაცია შეიცვალა - მათი ურთიერთობა გამოსწორდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობის გამოსწორება ბავშვების გამო აუცილებელი იყო. “ - თქვა ერთ-ერთმა წყარომ The Sun-თან საუბრისას.

კომენტარები