კრიმინალი

შსს: დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1973 წელს დაბადებული გ.კ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 14 მაისს თბილისში, ვაზისუბნის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ხ.მ.-ს მკვლელობის ფაქტის შესახებ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მან სამართალდამცველებს არ შეატყობინა", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები