კასპთან, მთავარ ავტობანზე სპირტით დატვირთული ტრაილერი მანაქანის ნაწილებითა და ზეთით დატვირთულ ტრაილერს შეეჯახა, რასაც აალება მოჰყვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ტაბულას უთხრეს, რომ ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს და ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.