მეტროს მემაქნაეების გაფიცვა

ბერაია: სამუშაო საათებში გაფიცვის აკრძალვა ცინიკური გადაწყვეტილებაა

მემგონი, თვით მილტონ ფრიდმანი და ფრიდრიხ ჰაიეკიც ცოტა შეცბუნდებოდნენ ქართული სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, რომლითაც სასამართლომ გაფიცვის უფლება დასაქმებულ პირებს მისცა მხოლოდ არასამუშაო საათებში. ანუ, თვითონ გაფიცვაზე უარის თქმით არა, არამედ უფრო ცინიზმით, რომლითაც აღსავსეა ეს გადაწყვეტილება.

შემდეგი ლოგიკური ჯაჭვი შეიძლება იყოს, შეკრების და მანიფესტაციის გამართვის უფლების მხოლოდ საღორიის ტყეში, ისიც ღამე. საკუთრების უფლების აღიარება მხოლოდ პლანეტა იუპიტერზე არსებულ ქონებაზე. ადამიანის პიროვნული თვითგანვითარების უფლება მხოლოდ ძილის დროს და რელიგიის თავისუფლების გარანტირება მხოლოდ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ.

წერს იურისტი გიორგი ბერაია ფეისბუქზე. 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროს მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვა აუკრძალა და განმარტა, რომ მათ გაფიცვის უფლება "დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული, უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად" შეზღუდა. 

კომენტარები