ფეხბურთი

17 წლის შემდეგ, ჯანლუიჯი ბუფონი იუვენტუსიდან წავიდა, თუმცა ფეხბურთში რჩება

EPA

ლეგენდარული ფეხბურთელი, ტურინის იუვენტუსის და იტალიის ნაკრების მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი იუვენტუსიდან წავიდა. ის 40 წლის არის.

იუვენტუსის რიგებში ბოლო მატჩი მან დღეს ვერონას წინააღმდეგ ჩაატარა. 

ბუფონი "ბებერ ქალბატონში" 17 წლის განმავლობაში თამაშობდა. კლუბი არც მაშინ დაუტოვებია, როდესაც 2006 წელს, კორუფციის გამო იუვენტუსი სერია ბ-მდე ჩამოაქვეითეს. 

ბუფონმა იუვენტუსის რიგებში ვერც ერთხელ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, თუმცა ტურნირის ფინალში სამჯერ ითამაშა. 

კომენტარები