აშშ

აშშ-ის სენატმა CIA-ს ხელმძღვანელის პოსტზე ჯინა ჰასპელი დაამტკიცა

ჯინა ჰასპელი
AP

აშშ-ის სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ჯინა ჰასპელი 54 ხმით 45-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

მას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე მიულოცა:

"ვულოცავ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჩვენს ახალ დირექტორს, ჯინა ჰასპელს!"- დაწერა მან.

მიმდინარე თვის დასაწყისში გავრცელდა ცნობა, რომ ტერორიზმში ბრალდებულთა დაკითხვის პროგრამასთან დაკავშირებული კრიტიკის გამო ჰასპელი კანდიდატურის მოხსნას აპირებდა.

ჯინა ჰასპელი ამ თანამდებობაზე პირველი ქალია. მან მაიკ პომპეო ჩაანაცვლა.

ჯინა ჰასპელი CIA-ის 1985 წელს შეუერთდა და ამ დრომდე ის დაზვერვის კარიერული ოფიცერი იყო. ვაშინგტონში მას არაერთი წამყვანი პოზიცია ეკავა CIA-ში, მათ შორის ის იყო ეროვნული საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოადგილის პოსტიც. ჰასპელს ასევე მიღებული აქვს ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ჯილდოც კონტრტერორიზმში გაწეული ღვაწლისთვის.

კომენტარები