სამეფო ქორწილი

მეგან მარკლი ადასტურებს, რომ მამამისი სამეფო ქორწილს არ დაესწრება

DAILY MAIL/SOLO

მეგან მარკლი ადასტურებს, რომ მისი და პრინცი ჰარის სამეფო ქორწილს მამამისი არ დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია კენსინგტონის სასახლემ ოფიციალურად გაავრცელა.

მეგან მარკლის განცხადებით, მას ყოველთვის ადარდებდა მამა და იმედი ჰქონდა, რომ ქორწილს დაესწრებოდა. თუმცა როგორც აღმოჩნდა ტომას მარკლს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ის ვერ შეძლებს ქორწილში მისვლას.

შეგახსენებთ, რომ სამეფო ქორწილი 19 მაისს გაიმართება. ცერემონიალს სავარაუდოდ 600 სტუმარი დაესწრება.

კომენტარები