დღეს, ქუთაისიდან რომის, პარიზის და ათენის მიმართულებით პირველი რეისები შესრულდება

WizzAir

დღეს, 17 მაისს, ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან პარიზის, რომის და ათენის მიმართულებით პირველ ავიარეისებს შეასრულებს. 18 მაისს დაემატება ქუთაისი-ბარსელონას მიმართულება, ხოლო 19 მაისს - ქუთაისი-პრაღის.

ავიაკომპანია წლის ბოლომდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ რამდენიმე ახალ მიმართულებას დააატებს. კერძოდ, 3 ივლისიდან შესრულდება ქუთაისი-ბუქარესტის რეგულარული ავიარეისები, ხოლო 15 ნოემბრიდან - ქუთაისი-ვენის.

Wizzair-ი ქუთაისიდან უკვე დაფრინავს ვარშავის, კატოვიცეს, ბერლინის, დორტმუნდის, მემინგემის, ვილნიუსის, ლარნაკას, ბუდაპეშტის, თესალონიკის, მილანის, ლონდონის, ვროცლავის და რიგის მიმართულებით. 

კომენტარები