17 მაისს აჭარის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, აჭარის ნაწილს 17 მაისს გაზმომარაგება შეეზღუდება. ამის მიზეზად საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელდება.

კომპანიაში აცხადბენ, რომ მოსახლეობისთვის გაზმომარაგების შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, გაზის მიწოდება ყველა მსხვილ კომერციულ მომხმარებელს შეუწყდება.

"17 მაისს დილის 04:00 საათიდან 14:00 საათამდე აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება მოხდება შეზღუდვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" აჭარის რეგიონული ოფისის შესაბამისი სამსახურები გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოსახლეობისთვის გაზმომარაგების შეზღუდვა, ყველა მსხვილ კომერციულ მომხმარებელს შეუწყდება გაზის მიწოდება", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, გაზმომარაგება ეტაპობრივად, 17 მაისის 15:00 საათიდან აღდგება.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" მომხმარებელს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მიმართავს თხოვნით - გაზის გათიშვის შემთხვევაში დაკეტონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები და დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

კომენტარები