ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დაგეგმილი მოლაპარაკებები გააუქმა

კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი
Reuters

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დაგეგმილი მოლაპარაკებები გააუქმა. მიზეზი სამხრეთ კორეის და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნები გახდა. 

კიმ ჩენ ინსა და მუნ ჯე ინს შორის შეხვედრა ოთხშაბათს უნდა გამართულიყო.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ, KCNA-მ დაწერა, რომ სამხრეთ კორეის და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნა პროვოკაცია და "შეჭრის რეპეტიცია" იყო.

გამოცემა ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აშშ-ს კიმ ჩენ ინის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრასაც, რომელიც 12 ივნისს არის ჩანიშნული.  

შეხვედრაზე მხარეებს იმ შეთანხმების დეტალები უნდა განეხილათ, რომელსაც 27 აპრილის ისტორიულ სამიტზე მიაღწიეს. შეთანხმება გულისხმობდა ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღიდან სრულად გათავისუფლებას, ასევე ნახევარკუნძულზე სამხედრო შეიარაღების შემცირებას, მტრული ქმედებების შეწყვეტას, საზღვარზე არსებული დემილიტარიზებული ზონის მშვიდობის ზონად გადაქცევას და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან მრავალმხრივი მოლაპარაკებების წარმოებას.

მუნ ჯე ინი კიმ ჩენ ინს 27 აპრილს, საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდა. 1953 წელს კორეის ომის დასრულების შემდეგ ის ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერია, რომელიც სამხრეთ კორეას ეწვია.

კომენტარები